ჯორჯო კიელინი:”ჩვენი სამყარო ნამდვილი ოქროა”
ჯორჯო კიელინი სხვა ტურინელთა მსგავსად თვითიზოლაციაში იმყოფება და ინტერვიუს ონლაინ საშუალებით წერს:
“ჩვენი სამყარო ნამდვილი ოქროა, რომელიც გვავიწყდება და ხშირ შემთხვევაში რეალობას ვწყდებით.
დიახ, ახლა შინ მარტო ვარ გამოკეტილი და ამით ბევრ ადამიანს საქმეს ვუმსუბუქებთ. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეგვიძლია.
ეს არის მორიგი გამოცდა.. როგორც ყოველი მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ.. მასაც თავს გავართმევთ..
იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც ჟესტიკულაციით ურთიერთობა უფრო ეხერხებათ ვიდრე სიტყვებით.
ნამდვილად უცნაურია, როდესაც ვერ ვახერხებთ ამ ყოველივეს ახლა, მაგრამ პრობლემის უკან მოტოვების შემდეგ ჩვენ ყველაფერს უფრო განსაკუთრებულად დავაფასებთ.
ასაკის მატებასთან ერთად უფრო მსუბუქი ხასიათი მიხდებოდა.. ეს საჭირო ბალანსის მოპოვების შემდეგ მოხდა.. რაც უფრო დიდხანს იმყოფები სტრესტულ გარემოში, მით უფრო აფასებ სიმშვიდეს და სწორედ გვეხმარება ზემოთხსენებული ბალანსის პოვნაში.”