ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ორი ამბავი გონსალო იგუაინთან დაკავშირებით

გაძეტას მტკიცებით იუვენტუსის ხელმძღვანელობა გონსალო იგუაინთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ეცდება.

საქმე იმაშია, რომ პიპიტას ხელშეკრულება 2021 წელს უმთავრდება.. სეზონში არგენტინელის ანაზღაურება 7.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ფაბიო პარატიჩის აღნიშნული ვადის 2022 წლამდე გახანგრძლივება, თუმცა ხელფასის შემცირება სურს.. რამდენად დათანხმდება პიპიტა ასეთ ვარიანტს რთული სათქმელია.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გონსალოს დედა საკმაოდ ცუდად გრძნობს თავს..

სწორედ ამის გამო დატოვა მან ტურინი და ეს ინფორმაცია ჩვენს ერთგულ მკითხველს საიტზე უკვე წაკითხული ექნება.

მედიაში თავდაპირველად ეს ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა.. რამდენიმე წყარო ირწმუნებოდა, რომ გონსალომ კარანტინიდან გაქცევა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა..

რეალობაში კი იგუაინმა ეს ნაბიჯი დედის ავადმყოფობის გამო გადადგა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x