ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო დიბალა:”დაიცავით წესები”

ისტორია რომელიც ერთი კვირის წინ განვითარდა პაულო დიბალასთან დაკავშირებით ყველას კარგად გახსოვთ. 

მაშინ, გარკვეულმა მედია წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს არგენტინელ შემტევს კორონავირუსი დაუდგინდა.

რამდენიმე საათში გაცილებით სანდო წყაროებმა ამ სიახლეს ჭორი უწოდეს, ხოლო მოგვიანებით ცნობები თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.

მედიას ონლაინ კომუნიკაციის საშუალებით დიბალა კიდევ ერთხელ გაესაუბრა და აღნიშნული ცნობები ხელმეორად დაადასტურა:

“ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები და თავს კარგად ვგრძნობ.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რომელიც არანაირ პოლიტიკურ თამაში არ ერთვება.. მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ზედმიწევნით დაიცვას ის წესები, რასაც სახელისუფლებო და ჯანდაცვის უწყებები გვიზიარებენ.

მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა თითქოს ტესტზე დადებითი შედეგი დამიფიქსირდა. ეს ასე არ არის, თუმცა თანაგუნდელების მსგავსად თვითიზოლაციაში ყოფნა ვარჩიე.

რამდენიმე დღეში ტესტს გავიმეორებ.. დაფიქსირდება თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროცეს გავაგრძელებ.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ექიმებს დიდი მადლობა გადავუხადო, რათა მათი საქმიანობა უდაოდ გმირობის ტოლფასია!

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახებისადმი, რომლებმაც ამ პანდემიის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები 24 საათის მანძილზე ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად დაამზადონ.. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი წარმატებას უმოკლეს პერიოდში მიაღწევენ.

მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ეს ვირუსი არ იყო სათანადო დონეზე შეფასებული.. და ახლა ყველაზე მთავარი რაც შეგვიძლია არის შინ დარჩენა და ერთმანეთის მოფრთხილება.

იტალიაში ახლა სერიოზული პრობლემებია და ვიმედოვნებ, სიტუაცია მალე დასტაბილურდება.. მოვუწოდებ არგენტინელებს, რომ იგივე მაგალითი არ გაიმეორონ.

იყავით ფრთხილად და დაიცავით წესები.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dsas
dsas
4 years ago

რომელიც არანაირ პოლიტიკურ “თამაში” არ ერთვება.. – თამაშში, 2 შ, და არა თამაში

დაფიქსირდება თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში ამ “პროცეს” გავაგრძელებ. – პროცესს, 2ს.

ტეხავს.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x