ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დეიან კულუსევსკი:”კოშტა საოცარია, თუმცა აზარი..”

როგორც მოგეხსენებათ დეიან კულუსევსკი მომავალი სეზონიდან იუვენტუსის ღირსებას დაიცავს.

ფეხბურთელი, ტურინელებმა ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინეს..

ახალგაზრდა შემტევს კორიერეს ჟურნალისტი ონლაინ პლატფორმით დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:

“ბევრს ვკითხულობ და ამასთან ერთად სამზარეულოშიც არანაკლებ დროს ვატარებ.. ბევრი კერძის მომზადება ვისწავლე და ეს თავისებურად სასიამოვნოა.

თანაგუნდელებთან ერთად PlayStation -საც ვთამაშობ.. მომწონს ასევე კალათბურთი და ბევრ ინფორმაციას ვეცნობი ამ სპორტის სახეობაზე. 

პირველ გოლთან დაკავშირებით ბევრს მეკითხებიან და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სერია ა-ში ჟერვინიოს გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენა არასდროს დამავიწყდება..

შესაძლოა თავად ეს გოლი ხელოვნების შედევრი არ ყოფილა, რადგან ცარიელ კარში გავიტანე, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ასევე მნიშვნელობით ნამდვილად იყო.. 

ვის წინააღმდეგაც მითამაშია კრიშტიანო რონალდუ და დუგლას კოშტა უნდა გამოვყო..

პორტუგალიელმა ბოლო მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ხოლო ბრაზილიელი 1-1 ზე შანს არ დაგიტოვებს.. ბურთს სხვა ფეხბურთელებზე ორჯერ სწრაფად გადაადგილებს და მისი გაჩერება წარმოუდგენელია.

საყვარელი ფეხბურთელი ედენ აზარია.. მისი არაერთი მოძრაობის კოპირებას ვცდილობ.. ჩემთვის ბელგიელი ფენომენალურია!

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედებში ფეხბურთისადმი ხედვა მნიშვნელოვნად შეცვალა. იგი ყველაფერს აკეთებდა და ეს განწყობა სხვასაც გადაედო. ორი აზრი არაა რომ იგი სამშობლოში ბევრისთვის არის კუმირი..

სხვათაშორის როგორც ზლატანს მეც სლავური ფესვები აქვს და გარკვეულწილად თავს მასთან ამიტომაც ვაიგივებ..

იბრას არასდროს შევხვედრილვარ და იმედი მაქვს, მის მილანთან ვითამაშებ და შემდგომ გავესაუბრები, რომელიც ჩემი დიდი ხნის ოცნებაა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x