ესპანური მედია:”ზიდანი იუვენტუს კონკურენციას აღარ გაუწევს?”

ზინედინ ზიდანი
ესპანური მედიის მტკიცებით ზინედინ ზიდანი პოლ პოგბას რეალში ტრანსფერს აღარ განიხილავს.
გამომცემლობების მტკიცებით, ფრანგი კმაყოფილია ტონი კროოსის და კაზემიროს სათამაშო ფორმით..
თავდაპირველად ჩნდებოდა ინფორმაცია, ესპანური გრანდის სატრანსფერო რევოლუციაზე, მაგრამ როგორც ჩანს ზიდანმა მოახერხა ფეხბურთელებისთვის საჭირო მოტივაციის დაბრუნება.
ამასთანავე აღსანიშნავია ფედერიკო ვალვერდეს შესანიშნავი ასპარეზობა.. ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგად მოერგო ძირითად გუნდს და სტაბილურად მაღალი დონის თამაშს აჩვენებს.
სწორედ ამ ასპექტებიდან გამომდინარე რეალი როგორც ჩანს აღარ აპირებს დიდი თანხების ინვესტირებას პოგბას ტრანსფერზე..
იუვენტუსი თავის მხრივ ყველა ღონეს იხმარს, რომ შუახაზელი ზაფხულშივე გაიფორმოს.
იუვენტუსს, და არა იუვენტუს.