ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო ფერერო:”შეეგუეთ, რომ ეს აქვე დამთავრდება”

იუვენტუსი

სამპდორიას პრეზიდენტის მასიმო ფერეროს განცხადებით, მისთვის სეზონი სწორედ იქ დასრულდა, როდესაც სერია ა-ს 20 კლუბის მესვეურები ვერ თანხმდება იმაზე, უნდა გაგრძელდეს თუ არა ჩემპიონატი:

“არ მიმაჩნია სწორი ჩემპიონატის გაგრძელება და ვიცი, რომ ამ სიტყვების გამო კლაუდიო ლოტიტო მომკლავს.

თუმცა, შექმნილ ვითარებას ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი..

ბენევენტო სერია ბ-ში 69 ქულით რომ არის რა უნდა გააკეთოს? იჯდეს და ამ ყოველივეს მშვიდად აკვირდებოდეს?

გასაგებია ის კალენდარი რაც დაიდო.. თითქოს მაისში ვაგრძელებთ და გრძელდება ივნისამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში შემდეგ სეზონს რა ბედი ეწევა? როდის დაიწყება ან ასე შემდეგ?

კარგი იქნება თუ მომდევნო კალენდარული სეზონის განხილვაზე გადავალთ და ამას ისე დავტოვებთ როგორც არის.”

სხვადასხვა იტალიური გამომცემლობების ცნობით, სერია ა-ს წარმომადგენლებს არსებული სეზონის გაუქმება სურთ და ჩემპიონატის აგვისტოში დაწყება, როგორც ეს აქამდე გაწერილი გრაფიკით იყო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x