ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოპერაცია “მაურო იკარდი” – ინტერი, პსჟ და იუვე..

მაურო იკარდი

აქამდე აქტიურად ქვეყნდებოდა ცნობები, თითქოს პსჟ მაურო იკარდის იმ პირობებით გამოისყიდა, რომელიც არენდის დროს გაფორმდა.

საუბარი არის 70 მილიონ ევროზე, მაგრამ ახლა სიტუაცია ოდნავ შეცვლილია..

არგენტინელი ვერ აჩვენებს მისთვის დამახასიათებელ სტაბილურობას და სანამ ჩემპიონატი შეწყდებოდა, უფრო მეტ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.

თავის მხრივ ნუ დაგვავიწყდება, რომ ფორვარდის შეძენით იუვენტუსი ინტერესდება..

კულუარული ცნობებით მათ ფრანგებთან შეხვედრაც გამართეს აღნიშნულ საკითხზე..

როგორც მოგეხსენებათ ინტერი იტალიური კლუბისთვის იკარდის გადაცემას ამ პირობით არ განიხილავს.. 

შესაბამისად, ტურინელებს სიტუაციაში პსჟ-ს გამოყენება უნდათ.. ფრანგები თავის მხრივ ფინანსური სარგებლის მიღებას თავისთავად ეცდებიან..

სწორედ ამიტომაც გაჩნდა ცნობები, რომ პარიზელები იკარდის მხოლოდ 55-60 მილიონად გამოისყიდიან, ხოლო შემდეგ იუვენტუსს 70 მილიონად მიყიდიან..

საქმე იმაშია, რომ ტურინელები 70-ზე მეტის გადამხდელები არ არიან და ფრანგები მხოლოდ ზემოთხსენებული პირობების სანაცვლოდ თუ დათანხმდებიან ამგვარ განვითარებას.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x