ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანჯელო დი ლივიო:”დროა, სეზონი გავაუქმოთ, რადგან..”

იუვენტუსის ექს მოთამაშე ანჯელო დი ლივიო საკუთარ პოზიციას ჩემპიონატის დაუყონებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით, საკმაოდ მკაფიოდ აფიქსირებს:

“ახლა ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც ჩემპიონატი უნდა გავაუქმოთ, რადგან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მის სათანადო დონეზე განახლებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

პირადად ჩემი მოსაზრებით ეს არის ერთადერთი და სწორი გზა, რათა აპენინური ფეხბურთი გადარჩეს!

ივლისში ან აგვისტოში კი ახალი სეზონი დაიწყებოდა და ყველაფერი სტანდარტული ჩარჩოებით გაგრძელებდა ცხოვრებას.

სამედიცინო პერსონალი ქება-დიდებას იმსახურებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევიან!

იმედს ვიტოვებ, როდესაც ეს შავი პერიოდი ჩაივლის, სახელისუფლებო უწყებები ჩვენს გმირებს, რომლებიც წამითაც არ ისვენებენ, სათანადო დონეზე დაუფასებენ!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.