ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის კარის დარაჯი ლიდერებს შორის არის

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ სეზონში ტურინული გრანდი დაცვის ხაზში არცთუ საიმედო თამაშს აჩვენებს, ეს ოდნავადაც არ ისახება პოლონელი ვოიცეხ შესნის ასპარეზობაზე.

სტატისტიკის თანახმად, მისი თამაში უდაოდ იმსახურებს აპლოდისმენტებს, ხოლო გუნდი ყოველი თამაშის შემდეგ სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ შესნი იუვენტუსისთვის სწორი არჩევანია.

სეზონის დასაწყისშივე პოლონელმა კლუბისგან მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღო და აგრძნობინა, რომ პირველია მიუხედავად ჯანლუიჯი ბუფონის ტურინში დაბრუნებისა.. 

საგულისხმოა, რომ სტატისტიკის თანახმად, იუვეს პირველი ნომერი მხოლოდ ლივერპულელ ალისონს ჩამორჩება, რომელსაც 80.4 %-ი აქვს მოგერიებული ბურთების..

თავად შესნის 79.8%.. ამასთანავე იტალიაში ეს საუკეთესო შედეგია.. სერია ა-ში მეორე ადგილზე ტომას სტრაკოშა არის (ლაციო), ხოლო მესამეზე პარმას კარის დარაჯი ლუიჯი სეპე.. 

თუმცა, თავად ვოიცეხი ამ კარგი შედეგის ფონზე მოდუნებას ნამდვილად არ აპირებს:

“სიმართლე გითხრათ ეს სტატისტიკა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს..

მეკარის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ბურთების მოგერიებაა, თუმცა არის სხვა ასპექტებიც რომლებიც არანაკლები მნიშვნელობისაა. 

უდაოდ სასიამოვნოა ლიდერებში ყოფნა, მაგრამ ფაქტია კარის დარაჯი სხვა დანარჩენი მომენტებითაც ფასდება.

ალისონი დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოა და მქონდა წილად ბედნიერება მის გვერდით მეთამაშა.. თავიდანვე ეტყობოდა რა ნიჭიც ქონდა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x