ჰარი კეინი:”ტოტენჰემისადმი სიყვარული, წასვლას ხელს არ შეუშლის”
ჰარი კეინმა ერთ-ერთ ინგლისურ ტელეარხთან საუბრისას, ღიად განაცხადა რომ შესაძლოა ტოტენჰემი მართლაც დატოვოს:
“ეს გუნდი ძალიან მიყვარს და გრძნობა არასდროს გამინელდება, მაგრამ საქმე სხვა რამეშია..
არაერთხელ განვაცხადე, რომ თუ ვერ დავინახავ იმ პროგრეს რასაც ველი, მაშინ გუნდის დატოვება მომიწევს.
წლების განმავლობაში ფანტასტიკური შემადგენლობა გვყავდა, მაგრამ ახლა თითქოს რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა..
აუცილებელია შესაბამისი გარანტიები, რადგან მე ძალზედ ამბიციური ფეხბურთელი ვარ და მსურს ყოველთვის, ყველგან გამარჯვებისთვის ვიბრძოდე.
მსურს თასების მოპოვება.. და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და არა გვიან.. ამიტომაც მოგვიწევს ყველაფრის კარგად აწონ-დაწოვა.”