ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანჩელოტიმ, მოუმ და იბრამ საუკეთესო 11-ეული დაასახელეს

მაშინ როდესაც ყველა ძველი კლასიკური თამაშების ჩვენებით არის დაკავებული, ბუნებრივია თითოეული წვრილმანი რომელიც საფეხბურთო სამყაროდან მოდის უდაოდ საინტერესოა..

არ არის მატჩები, არ არის ის საფეხბურთო დაძაბულობა.. მხოლოდ მოლოდინი რომ მალე ამ ყველაფერს დავამარცხებთ..

მანამდე კი კარლო ანჩელოტიმ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ჟოზე მოურინიომ საკუთარი საუკეთესო 11 -ეული დაასახელეს..

სხვათაშორის ჟოზემ ინტერიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე შეიყვანა, არადა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, სერია და იტალიის თასი ერთ სეზონში მოიგო..

მოურინიო: ჩეხი, ძანეტი, ტერი, კარვალიო, გალასი; მაკელელე, ლამპარდი, ოზილი, აზარი; დროგბა, რონალდუ

კარლო ანჩელოტის კი საერთოდ არ გახსენებია ვინმე რეალიდან, ნაპოლიდან, ევერტონიდან ან ბაიერნიდან.. გუნდებიდან რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა..

ანჩელოტი: ბუფონი, კაფუ, ტიაგო სილვა, ტერი, მალდინი; ზიდანი, პირლო, ლამპარდი, კაკა; იბრაჰიმოვიჩი, შევჩენკო

ზლატანი კი რისი ზლატანი იქნებოდა, თუ სიაში საკუთარ თავსაც არ ჩასვავდა:

იბრა: ბუფონი, მაქსველი, ნესტა, ტიაგო სილვა, ტურამი; ვიეირა, ხავი, ნედვედი, მესი; იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x