ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად:”იუვემ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან შეთანხმებას მიაღწია”

იუვენტუსი

იუვენტუსის ოფიციალური გვერდის ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა ფეხბურთელებთან და ძირითადი გუნდის სამწვრთნელო შტაბთან, მათ მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის ანაზღაურები არ ჩაერიცხებათ.

უახლოეს რამდენიმე კვირაში, გაფორმდება პერსონალური შეთანხმებები ზემოთხსენებულ საკითხზე. აღნიშნული ნაბიჯით იუვენტუსი ფინანსური თვალსაზისით დაახლოებით 90 მილიონ ევროს დაზოგავს, რომელიც ბიუჯეტზე პოზიტიურად აისახება.

იმ შემთხვევაში თუ კი სეზონი განახლდება, კლუბი განმეორებით მოლაპარაკებებს გამართავს და დაზოგილი თანხების უკან დაბრუნების ფორმულაზე იმსჯელებენ.

მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, კლუბი ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს აღნიშნული ნაბიჯისთვის მადლობას უხდის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x