ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბლიც ინტერვიუ ფედერიკო ბერნარდესკისთან

ფედერიკო ბერნარდესკი თანაგუნდელების მსგავსად შინ იმყოფება და მოუთმენლად ელის სიტუაციის დასტაბილურებას:

“ვერ დამისახელებთ ადამიანს, რომელსაც ეს სიტუაცია არ შეეხო.. ბუნებრივია ყველანი განვიცდით, მაგრამ შინ ყოფნა ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მოგვიწევს დავემორჩილოთ.

ვარჯიში ასეთ დროს ყველაზე დიდ დახმარებას გიწევს.. შენ ერთვები უკეთეს სიტუაციაზე და აღარ ფიქრობ ცუდზე, ან ჯანმრთელობის პრობლემებზე.. თან აქტივობის დროს, სულ უფრო და უფრო ბევრი გვსურს..

საკუთარ ემოციებზე ღიად არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც ქალიშვილი შემეძინა ეს საოცრება იყო და ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

ვერც კი აგიღწერთ როგორი ემოციური იყო ჩემთვის მისი პირველი ტირილის მოსმენა.. გული სიყვარულით და ჯადოსნური გრძნობებით შეივსო.

ხშირად მეკითხებიან ვის გვერდით ვითამაშებდი.. მუდამ ერთსა და იგივეს ვსპასუხობ – ჯანპიერო ბონიპერტი, რობერტო ბაჯო და ზინედინ ზიდანი..

არასდროს დამავიწყდება მადრიდელთა წინააღმდეგ ტურინში გამართული საპასუხო დაპირისპირება..

ატლეტიკოსთან მთელი მატჩის განმავლობაში ტიფოზები დაუღალავად ყვიროდნენ:”მიდი ფედე! არ შეჩერდე!”

დიახ, მათ ფუნდამენტური როლი ითამაშეს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში არ შევჩერებულვარ და წინ მივიწევდი.. ეს საოცარი რამ იყო!

ისტორიული პერსონაჟი? ნელსონ მანდელას გამოვყოფდი.

სპორტსმენი? ბევრი ასპექტის გათვალისწინებით.. პროფესიონალიზმით, ელასტიურობით და ადამიანურობით როჯერ ფედერერი!

მსახიობი? ანჯელინა ჯოლი.. მომღერალი? ჯიმი ჰენდრიქსი! ჯგუფი? ნირვანა!

კომიკოსი? რობერტო ბენინი

იუვენტუსის ლეგენდა? ჯანი ანიელი!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მამუკა1313
მამუკა1313
4 years ago

თუ სტატია ზუსტად არის ნათარგმნი, გაუგებარია ერთი რამ, არცერთ კონტექსტში არ არის ნახსენები დელ პიერო….არ ჰგავს იუვენტინოს საქციელს

Dutch
Dutch
4 years ago

თუ რას ნიშნავს?

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x