ტუტოსპორტი:”გაურკვევლობა ყველა შემტევზე ერთის გამოკლებით”

ფაბიო პარატიჩი
ტუტოსპორტი გრაციანო პელეს სექსუალური მეგობრის ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე საფეხბურთო თემებზე გადაერთო..
ტურინელი ჟურნალისტების მტკიცებით, ერთადერთ შემტევს რომელსაც მომავალ სეზონში გარანტირებული აქვს გუნდში ადგილი არის კრიშტიანო რონალდუ.
დანარჩენებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია..
ასე მაგალითად პაულო დიბალასთან მიმართებაში, ხშირად გვესმის სიახლე სადაც დღე-დღეზე კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივონ, თუმცა რიგი გარემოებებიდან გამომდინარე ეს პროცესი ყოვნდება..
რატომ? არავინ იცის.. შესაძლოა იუვე ისევ ფიქრობს მის რომელიმე ტრანსფერში გამოყენებას.. მითუმეტეს პოლ პოგბაზე საუბარი არ წყდება, რაც ასედაც და ისედაც ძვირი სიამოვნება იქნება და კლუბს საჭირო სახსრების მოძიებისკენ უბიძგებს.
გონსალო იგუაინი თავის ასაკში უკვე რომ აღარ არის იდეალურ კონდიციებში ფაქტია.. მაურისიო სარისთვისაც უპირობოდ პირველი არჩევანიც უკვე დიდი ხანია აღარ არის..
აქედან გამომდინარე არ წყდება საუბარი, რომ კლუბი ზაფხულში კვალიფიციურ ცენტრ ფორვარდს დაიმატებს.. სახელდებიან ჰარი კეინი და მაურო იკარდი.. ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით ცოტათი უფრო იაფი დაჯდება ვიდრე ბრიტანელი.
დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი იდენტურ მდგომარეობაში არიან.. ორივე მათგანზე ბევრი კითხვის ნიშანია და არავინ იცის დარჩებიან თუ არა..