ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო დიბალა:”რონალდუმ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა”

პაულო დიბალა განაგრძობს თვითიზოლაციაში ყოფნას და ახლა თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს:

“თავდაპირველად ტესტმა ყუარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა შემდგომ გარკვეული სიმპტომები დაგვიფიქსირდა, რის გამოც განმეორებითი შემოწმების აუცილებლობა გახდა. 

შედეგად, მეც და ჩემს მეგობარ გოგოს კორონავირუსი დაგვიდასტურდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობთ.

ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენგან დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. აუცილებელია შინ ყოფნა.. ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ და სხვადასხვა ქვეყნები იტალიას მაქსიმალურ დახმარებას უწევენ.. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ.

ლეო მესისთან ერთდროულად თამაში შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა ამ მხრივ კომენტარი სხვა კუთხით უნდა გამეკეთებინა, რადგან საზოგადოებამ ისე აღიქვა, თითქოს ჩვენ მინდორზე ერთდროულად ვერ ვიასპარეზებთ.

თავად ლეოსთანაც მისაუბრია ამ თემაზე. ფაქტია, ტაქტიკური თვალსაზრისით ერთმანეთს ძალიან ვგავართ.. მაგრამ ჩემი მიზანია არგენტინის ნაკრებისთვის ყველაფერი გავიღო და წარმატების მიღწევაში დავეხმარო!

კრიშტიანო რონალდუს არცერთი ჩვენთაგანი პირადად არ იცნობდა.. მაგრამ როგორც კი ტურინში გადმობარგდა, ნათელი გახდა რომ ეს არის ბრწყინვალე ადამიანი!

ვუთხარი, რომ ჩემს სამშობლოში ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, რაზეც მიპასუხა რომ ამას შეჩვეულია.. არის ის ვინც არის.. რონალდუმ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ანაზღაურება? ჯორჯო კიელინი ანდრეა ანიელის ესაუბრა.. შემდგომ ამ თემაზე საერთო ჩატში ვსაუბრობდით.. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ფაქტია ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x