დელ პიერო დიბალაზე და 20 წლიან სიყვარულის ისტორიაზე
ალესანდრო დელ პიეროს მოსაზრებით პაულო დიბალას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს იუვენტუსის სრულფასოვანი კაპიტანი გახდეს:
“ელემენტარულად ის პერიოდი გაიხსენეთ, რაც ზაფხულში ხდებოდა.. დიბალას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწია..
ფეხბურთელი, რომელიც ბარგზე დასვეს და გუნდიდან უშვებდნენ, დიდ წნეხს უძლებს და მოედანზე ნამდვილი ჩემპიონივით ბრუნდება..
ვფიქრობ, აქ უკვე ყველაფერი ნათელია.. არგენტინელს მომატებული აქვს არამარტო საფეხბურთო მახასიათებლების მხრივ, არამედ პიროვნების დონეზეც..
ამიტომაც მიმაჩნია, რომ კარგი კაპიტანი იქნება.. და როდესაც გუნდისგან და ხელმძღვანელობისგან ეს ნაბიჯი გადაიდგმება, გამოდის რომ მათთვისაც პაულო უკვე სანდოა.. იმ დონეზე სანდო რომ ასეთ საპასუხისმგებლო როლს აძლევენ!
მას მშვენივრად ვიცნობ.. არამარტო მოედანზე ნანახით, არამედ პიროვნულადაც.. საოცრად შრომისმოყვარეა და პრობლემებს არ უშინდება!
ჩემი და იუვენტუსის ისტორია საოცარია.. ის არასდროს დასრულდება.. ყოველთვის ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი და ბედნიერი ვარ, რომ კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ აქ გავატარე.
გუნდთთან ერთად უამრავი დასამახსოვრებელი წამი მაქვს.. ტიტულებიც.. სერია ბ-ც კი მოვიგე!
ჩემპიონთა ლიგა? მოდი ასე ვიტყვი.. იუვენტუსი პოტენციალი დიდი აქვს! თუმცა, არის კიდევ 7/8 გუნდი, რომელსაც სრულფასოვანი ამბიცია გააჩნია.”