ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”სამი კანდიდატი რომელიც პიანიჩს შეცვლის”

Gazzetta -ს მტკიცებით მირალემ პიანიჩის არასაიმედო თამაშის გამო, ბიანკონერის ხელმძღვანელებმა ზაფხულში შუახაზში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტეს.

ბოსნიელი დიდი ალბათობით კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს, რადგან იქამდე სანამ ჩემპიონატში იძულებითი ხასიათის პაუზა გამოცხადებოდა, მაურისიო სარი რეჯისტაზე როდრიგო ბენტანკურს აყენებდა, ხოლო მირალემი უმეტესწილად სკამზე რჩებოდა.

ფაბიო პარატიჩიმ მთავარ მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ, კონკრეტული პროცესი მუშაობის რეჟიმში მოიყვანა.

პოლ პოგბა არის ნომერ პირველი ვარიანტი, რომელსაც მოყვებიან სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და ნიკოლო ძანიოლო..

ჯერჯერობით გაძეტასგან კონკრეტულად ეს გვარები ფიგურირებენ, რომლებიც იუვეს სპორტულ დირექტორს ყავს მონიშნული ბოსნიელის შემცვლელად. 

თავად პიანიჩს მსურველები არ აკლია.. პსჟ, ბაიერნი და ბარსელონა მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x