ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

CalcioMercato:”მინო რაიოლას თამაში, რომელიც რეალს უკავშირდება”

მინო რაიოლა

CalcioMercato -ს მტკიცებით, სიახლეები რომელიც ბოლო პერიოდში მატეის დე ლიხტის რეალში შესაძლო გადასვლას უკავშირდება, უშუალოდ მინო რაიოლას დამსახურებაა.

პოპულარულ აგენტს მადრიდელებთან საქმის დალაგება არადა არ გამოდიოდა, მაგრამ შესაძლოა ეს მიმართულება მალევე შეიცვალოს.

მხარეებს შორის კონტაქტი ჯერ კიდევ ნოემბერში შედგა, როდესაც საუბარი ერლინგ ჰალანდზე მიმდინარეობდა..

იყო დიდი ალბათობა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას სწორედ სამეფო კლუბში გააგრძელებდა.. სხვათაშორის მაშინაც კონკურენტად იუვე სახელდებოდა..

საბოლოო ჯამში ჰალანდი კი გადავიდა ბორუსიაში, თუმცა ყველანი კარგად ხვდებიან, რომ იგი დორტმუნდში დიდხანს გამჩერებელი არ არის..

მითუმეტეს, თუ რაიოლა მიზნად ამოიღო რომ კარგი საქმიანი ურთიერთობა რეალთანაც არის დასაწყები, იგი ყველა ღონეს იხმარს მიზნის მისაღწევად.

სამეფო კლუბთან მოლაპარაკება არამარტო ჰალანდზე მიმდინარეობს.. რაიოლა ესპანელთა მოთაფვლას კიდევ ორი კლიენტით – პოლ პოგბათი და მატეის დე ლიხტით ცდილობს..

დიახ, სწორედაც რომ აგენტია მთავარი ფიგურა, რომლის დახმარებითაც ესპანურ გამომცემლობებს დე ლიხტის იუვეში გადასვლაზე წერა უწევთ..

თავის დროზე რაიოლა ხშირად ამბობდა, რომ მადრიდელებთან საქმეს არ დაიჭერდა, მაგრამ როგორც ჩანს აგენტის გეგმები შეიცვალა და დიდი ალბათობით ეს მსუყე საკომისიოს გამოა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x