ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato:”სარის ჩელსიდან არამხოლოდ პალმერი სურს..”

Calciomercato -ს მტკიცებით, მაურისიო სარი ლონდონის ჩელსიდან მხოლოდ ემერსონ პალმერის ტრანსფერზე როდი ფიქრობს.

მისი გეგმებში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრიც არის მოხვედრილი..

დიახ, საუბარი ნ’გოლო კანტეს ეხება, რომლის შეძენა იუვეს თავის დროზეც შეეძლო, როდესაც შუახაზელი ლესტერში ირჯებოდა და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ეწერა. 

მაგრამ, მაშინ არისტოკრატებმა ყველას დაასწრეს და დღემდე იგი საკმაოდ პროდუქტიულად ასპარეზობს.

სარის მასთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს და თუ იუვეში არსებულ პრობლემებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა კანტე ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოსავალიც იყოს. 

ზემოთხსენებული წყაროს მტკიცებით, არაა გამორიცხული საქმეში რომელიმე ფეხბურთელიც კი ჩართონ შემდეგი სიიდან: მირალემ პიანი, დანიელე რუგანი ან ალექს სანდრო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x