ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესანდრო დელ პიერო:”დროა ფასეულობებს გადავხედოთ”

ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა უკვე ყველაფერი შეიცვლება:

“ისეთ რეალობაში აღმოვჩნდით, რომელიც ყოველ ჩვენთაგანზე იქონიებს ზეგავლენას. დარწმუნებული ვარ, გარკვეული მიდგომები და ფასეულობები შეიცვლება.

ამერიკელები ახლა სამწუხაროდ იმავე გზას გადიან, რაც იტალიაში დატრიალდა.. განსხვავები რამდენიმე კვირით თუ შეიძლება, რომ დაფიქსირდეს..

თავიდან იყო სიტუაციის ზერელედ მოკიდება, შემდგომ პანიკა და ასე შემდეგ.. მაგრამ მივდივართ იქ, რომ მათაც დააგვიანეს.

სერია ა-ს განახლება? დიახ, ფურცელზე კონკრეტული რიცხვი წერია, მაგრამ საქმეზე არავინ არაფერი იცის..

თავად სპორტული თვალსაზრისით ეს არის უდაოდ საინტერესო წელიწადი.. რომელსაც უფრო მეტი გამბედაობა და შემართება აღმოაჩნდება ასეთ რთულ დროს, სწორედ ის გაიმარჯვებს.

იუვეს რომ გარკვეული უპირატესობა აქვს ფაქტია.. მისი შემადგენლობა საოცრად დაბალანსებული და მრავალფეროვანია.. ასეთ საკითხს გვერდს ვერავინ აუვლის.

პანდემიამ ეკონომიკური კრიზისი შექმნა და დიდი დარტყმა საფეხბურთო სამყაროსაც მიაყენა.. ხედავთ რამდენი კლუბი გაკოტრდა? ადამიანთა დიდი არმია დარჩა უმუშევარი..

ახლა კარგი დროა გადავხედოთ ყოველივეს და დავფქრიდეთ, როგორი მიმართულებით გვინდა პროგრესირების გაგრძელება.

ბალანსი დახარჯულთან და შემოსულთან შორის უნდა იყოს ისეთი, რომ კლუბი თვიდან თვემდე არა თუ გადარჩენისთვის, არამედ ფინანსურად ძლიერდებოდეს!

იტალიაში პრობლემა გაცილებით ფუნდამენტურია.. ისინი ფაქტიურად იზოლირებულები არიან და გულშემატკივრებთან არანაირ კომუნიკაციაში არ იმყოფებიან.

თუნდაც, სტადიონებს გადახედეთ.. ეს ხომ ის ადგილი არ არის სადაც ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად მიხვალ? არის ნიუანსები, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ.

ამიტომაც უნდა გადაიხედოს და დაიწყოს ფართომასშტაბიანი პროცედურები, რომელიც გულშემატკივარს და კლუბს ისევ გააერთიანებს.. ეს იქნება გამარჯვების დასაწყისი.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x