ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლიხტი:”მიზეზი თუ რატომ ავირჩიე იუვენტუსი..”

მატეის დე ლიხტის განცხადებით, იტალიაში თანაგუნდელებისგან ბევრს სწავლობს:

“ბევრი წერდა, რომ არჩევანი კრიშტიანო რონალდუს გამო იუვენტუსსზე შევაჩერე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

იყო არაერთი შემოთავაზება, მაგრამ გადაწყვეტილება სხვადასხვა ასპექტიდან გამომდინარე საუკეთესოზე შეჩერდა.

იუვენტუსმა მითხრა, რომ მართალია ახალგაზრდა ვარ, მაგრამ კარგად ვიცი თუ როგორ უნდა გავუმკლავდე წნეხს.. რთული მისია იქნება, მაგრამ თქვენ ამას შეძლებთ!

დადგა ეს დღე და შევედი იუვენტუსის გასახდელში, სადაც ჩემს წინ რონალდუ და ჯანლუიჯი ბუფონი იდგნენ.. ეს წარმოუდგენელი ემოციაა! გრანდიოზული პიროვნებები!

არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე გვიან მე შევუერთდი და მომენტალურად აზიურ ტურნეში გავემგზავრე.. თან ისე, რომ არც კი მივარჯიშია..

პირველი შეხვედრა 48 საათში გვქონდა ტოტენჰემის წინააღმდეგ და მე-20 წუთის შემდეგ ჰაერი აღარ მყოფნიდა.

დიახ, პრობლემები მქონდა.. იუვე სხვა სტილში იცავს თავს.. ზონალურად და ამ ყველაფერთან ადაპტაცია მესაჭიროებოდა.. მომიწია მესწავლა, როდის დამეწყო მოძრაობა წინ და როდის დამეხია უკან..

ხელბურთი? ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის შემდეგ, საშხაპეში ყოფნისას მახსოვს, როგორ იძახდნენ – ხელებში აშკარად მაგნიტი გაქვს, რომელიც ბურთს იზიდავს..

სიმართლე გითხრათ არ მწყინს ასეთი რამ.. პირიქით, სასაცილოც კი არის და ბევრს ვხუმრობთ,

საბედნიეროდ ნაკრებშიც და გუნდში, ბევრი ისეთი მოთამაშეა რომელთა თამაშს მშვიდად ვაკვირდები.. მათგან ბევრს ვსწავლობ, მაგრამ ამავე დროს არ მსურს საკუთარი სტილის დაკარგვა.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x