ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერგომი და სკილაჩი პაულო დიბალაზე საუბრობენ

გუშინ, ერთ-ერთ ტელეარხზე სტუმრად ონლაინ პლატფორმების დახმარებით, ჯუზეპე მერგომი და ტოტო სკილაჩი იმყოფებოდნენ..

სხვადასხვა თემების შემდეგ საქმე იუვენტუსის დღევანდელ 10-იანამდეც მივიდა..

ბეპე ბერგომიმ არ დაინდო დიბალა და შეიძლება ითქვას, ღიად გააკრიტიკა:

“როდესაც საუბარი არის ნამდვილ ჩემპიონებსა და სუპერ ვარსკვლავებზე, მე პირადად პაულოს აქ ვერცერთგან ვერ ვხედავ..

ორი აზრი არაა, რომ კარგი ფეხბურთელია, ბრწყინვალე მონაცემებით მაგრამ ის რაც ზემოთ იყო ნახსენები მას არ ესადაგება.

თუმცა, ასაკიდან გამომდინარე კრიშტიანო რონალდუს მხარდამხარ ნამდვილად აქვს ყველაფერი, რომ ასეთად ჩამოყალიბდეს..”

ტოტო კი სიტუაცია სხვაგვარად აფასებს:

“დღევანდელ რეალობაში ფორვარდებს განსხვავებული საქმის კეთება უწევთ, ვიდრე ეს ჩემს დროს იყო..

მათ არამარტო თავდასხმაში, არამედ დაცვაში ჩამოსვლაც კი ევალებათ.. ეს ორმაგი საქმეა, რაც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული.

პირადად მე ლა ჯოია ძალიან მომწონს და იუვეშიც საგრძნობი პროგრესი განიცადა.. მას ჯერ კიდევ პალერმოდან ვაკვირდები და კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი.

სიმართლე გითხრათ, გარკვეულწილად მას ჩემს თავთანაც კი ვაიგივებ ხასიათით და გარკვეული მახასიათებლებით.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x