ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტორესის ტრანსფერზე იუვენტუსს კონკურენტი გამოუჩნდა

ფაბიო პარატიჩი

ფერან ტორესი ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ფიგურირებს იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეებს შორის.

ახალგაზრდა ფლანგელმა შემტევმა, რომელიც ყველაზე პროდუქტიულად მარჯვენა ფრთაზე მოქმედებს, მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

თუმცა, მაშინ როდესაც ნიჭიერი ფეხბურთელის თაობაზე, იუვენტუსი იმას ფიქრობს გარიგებაში დანიელე რუგანი ჩართოს, მატეა დე შილიო თუ ფედერიკო ბერნარდესკი, კონკურენტები მოქმედებაზე გადადიან.

არაერთი გავლენიანი წყაროს მტკიცებით, ფერანის სანაცვლოდ ღამურებს ბორუსიამ 40 მილიონი შეთავაზა. 

სხვათაშორის მას კონტრაქტი გამოსასყიდი პუნქტი 100 მილიონი უწერია, თუმცა დღევანდელ ვითარებაში, ნაკლებად მოსალოდნელია ვინმემ ეს თანხა მასში გადაიხადოს.

პირიქით, პანდემიის გამო კლუბის მადა აშკარად შეცოტავებული და კონკრეტულ მიზანზე იქნება გათვლილი.. ამიტომ ეს თანხა წესით და რიგით საკმარისი უნდა აღმოჩნდეს მის ხელში ჩასაგდებად.

საინტერესოა, იუვეს მოქმედება რა იქნება.. ბერნარდესკის გუნდიდან წასვლაზე უკვე დიდი ხანია იწერება და როგორც ჩანს, ზაფხულში ეს ასეც მოხდება, მაგრამ შეცვლის თუ არა ტორესი იტალიელს ამას მოგვიანებით შევიტყობთ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x