იტალიური მედია:”იუვე და დიბალა სამუდამოდ ერთად?”
Tuttosport -ს და Gazzetta -ს მტკიცებით, იუვენტუსი პაულო დიბალასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, მალე გააოფიციალურებს.
მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და არგენტინელი სეზონში 7 მილიონს მიიღებს.
თუმცა, ეს თანხა ყოველი მომდევნო სეზონის შემდეგ გაიზრდება, რასაც თან ერთვის სხვადასხვა სახის საბონუსე სისტემა, რომელიც მჭიდროდ იქნება მიბმული მის წარმატებულ ასპარეზობაზე.
ორივე ზემოთხსენებული წყაროს მტკიცებით, იუვენტუსი და დიბალა საერთო, ახალ პროექტზე იმუშავებენ და ეს კონტრაქტი არგენტინელს, ფაქტიურად კარიერის ბოლომდე ტურინულ გრანდს დაუკავშირებს.