ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვოიცეხ შესნი მასმედიას ღიად აკრიტიკებს

იუვენტუსის პოლონელი მეკარე ვოიცეხ შესნი მასმედიის წარმომადგენლებს აკრიტიკებს:

“არავინ არ საუბრობს იმ ფაქტზე, რომ მსაჯებს კონკრეტული შეხვედრა ქონდათ და ისინი შეთანხმდნენ, რომ ტორინოსთან და ლეჩესთან შეხვედრის დროს ჩვენს კარში დანიშნული 11-იანები შეცდომა იყო.

თუმცა, მედიის წარმომადგენელთა მხრიდან ამ ფაქტს არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია. 

მათ მხოლოდ მაშინ უყვართ წერა, როდესაც იუვენტუსის კარში 11-იანი უნდა დანიშნულიყო და არა პირიქით.

მატეის დე ლიხტს, რეალურად მხოლოდ ინტერთან შეხვედრაში არ გაუმართლა.. 

როდესაც შენ ასეთი ინტენსიური გრაფიკის პირობებში, დაძაბულ რეჟიმში მუშაობ და ბურთი ერთი თვის მანძილზე სულ ხელზე გხვდება, ამის გამო გულიანად უნდა გაიცინო, სხვა ახსნა არ არსებობს.

თუ ცდილობ რომ რაიმე ხერხით საუბარი თავიდან აიცილო, ამ გზით საკუთარ თავს უხერხულ მდგომარეობაში აგდებ. 

მატეისი ორ კომპონენტი ძალიან მომწონს – ბურთზეც კარგია, მაგრამ არც აგრესია აკლია. 

ჯორჯო კიელინი ტრავმის გამო დიდი ხნით დაგვაკლდა, მაგრამ ხარისხში სხვაობა არ მიგვრძნია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x