ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო ჩელინო:”ალბათ, ამიტომაც ვარ რომანტიკოსი”

ძალზედ საინტერესო ინტერვიუ ბრეშას ამჟამინდელ პრეზიდენტთან მასიმო ჩელინოსთან:

სერია ა-ში მყოფი კლუბის მფლობელი, სხვადასხვა საინტერესო თემებს შეეხო და რაც მთავარია სანდრო ტონალის მომავალსაც, რომელსაც იუვენტუსს მჭიდროდ უკავშირებენ..

  • 90-იანების სერია ა – დღევანდელის წინააღმდეგ
  • სანდრო ტონალი
  • ნაპოლი, რომა, რაჯა ნაინგოლანი და რომანტიკა

“ყველაფერი შეიცვალა.. დღესასწაულების მოახლოება უამრავმა ადამიანმა მომილოცა და თუ დამიჯერებთ გეტყვით, რომ აქედან სერია ა-ში მყოფი, არცერთი კლუბის პრეზიდენტი არ ყოფილა..

არადა 90-იანებში არცერთ წვეულებას არ ჩაუვლია, სადაც თითოეული კლუბის მაღალჩინოსანი საკუთარ მეუღლესთან ერთად არ ყოფილიყოს.. ეს კარგი პერიოდი იყო..

ახლა კი ჩემს წინ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ.. უცხოელი მენეჯერები, იურისტები, რომელთაც განსხვავებული იდენტობა და ფასეულობები აქვთ..

6 წელი ვიყავი საფეხბურთო ყოფის მიღმა.. დავბრუნდი და მივიღე ის რეალობა რაც არის, რადგან უნდა შეგეძლოს ადაპტაცია სიტუაციასთან თუ ამ სფეროში ყოფნა გსურს. 

სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი ცუდ პოლიტიკას ემსგავსება და დროა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.

სანდრო ტონალი? როგორ შეიძლება მის კარიერას, რომ არ შევეხოთ რომელიმე ინტერვიუში (იღიმის)

ვფიქრობ, ახლა სწორი დროა ყველაფერზე გულახდილად ვისაუბროთ..

იანვარში კარგი შემოთავაზება მქონდა მის ტრანსფერზე.. მაშინ კლუბის წარმომადგენელს ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა რომ სანდრო მომენტალურად ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სასტარტოში დაეყენებინათ?

მიპასუხეს, რომ ნახევარმცველს სეზონის ბოლომდე ბრეშაში დატოვებდნენ და ზაფხულში წაიყვანდნენ..

თავაზიანი მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ ასეთ შემთხვევაში თავად დავიტოვებდი სრულფასოვნად, ხოლო სეზონის ბოლოს თავიდან გაგვესაუბრა.

თებერვალში, მორიგი კარგი წინადადება მივიღე, რაზეც ფეხბურთელს არაფერი ვუთხარი.. მსურდა, მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა..

სამწუხაროდ, კორონავირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ეს საქმეც შეყოვნდა.

ჩემი ოცნება მისი შენარჩუნებაა და რაღაც მასშტაბურის გაღება ამისთვის, მაგრამ ბიჭთან შეთანხმება მაქვს, რომელსაც არ გავტეხ! თუ იგი მთხოვს, უარს არ ვეტყვი და წასვლის ნებას მივცემ.

ჩემთვის ფული მთავარი არ არის.. მთავარია თავად მან გულით მიიღოს გადაწყვეტილება!

ზუსტად ვიცი, რომ სანდრო მილანის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.. ჯენარო გატუზო განსაკუთრებულად მოწონდა და ამის დამალვას არც თავად ცდილობდა.

იუვენტუსი თუ ინტერი? ნაპოლი და რომა! დიახ, ჩემზე რომ იყოს ეს ასეც მოხდებოდა.. შეიძლება ამიტომაც ვარ რომანტიკოსი..

კალიარიში ყოფნისას, რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ იუვენტუსი დიდძალ თანხას მთავაზობდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რაჯასთვის უკეთესი რა იქნებოდა..

მას რომში არსებული სითბო უფრო მოუხდებოდა და არც შევმცდარვარ!

ტონალი უფრო ცივ კლიმატს შეჩვეულია.. მაგრამ შინაგად იგი საკმაოდ სენტიმენტალურია.. 

იუვენტუსი მენეჯმენტური კუთხით რაც ანდრეა ანიელი მივიდა საოცრად განვითარდა.. ფაბიო პარატიჩი ნიჭიერი ხელმძღვანელია და თავის საქმეს კარგად უძღვება.

ინტერის უცხოელ მფლობელებთან ჯერ შეხვედრის ბედნიერება არ მქონია.. მაგრამ მათ ჯუზეპე მაროტა ყავთ.. გენიალური მენეჯერი, ასე რომ..

საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას თავად ტონალი მიიღებს.. და ეს იქნება არჩევანი, რომელიც მისი გულის კარნახით გაკეთდება და არა რაიმე სხვა ასპექტის გამო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
იუვენტინო
იუვენტინო
4 years ago

გამოეშვა რაჯა )) დღემდე ძირითადში ითამაშებდა.. თან კარგი გავუკეთეო )))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x