ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოლ პოგბა:”იუვენტუსი ფულის გამო არ ამირჩევია”

პოლ პოგბას განცხადებით, მისი იუვენტუსში გადასვლა ფულთან საერთოდ არ არის დაკავშირებული:

“მძიმე პერიოდი იყო.. სერ ალექს ფერგიუსონთან საუბრები.. განხილვები კონტრაქტზე და ასე შემდეგ..

სიმართლე ითქვას, საქმე ხელშეკრულებაში საერთოდ არ იყო.. ჩემთვის მნიშვნელოვანი მწვრთნელის ნდობა გახდა.. სერ ალექსი კი ჩემს ისტორიაში უდაოდ საუკეთესო სპეციალისტია!

როდესაც დადგა დრო და კონტრაქტზე ხელი უნდა მომეწერა, ეს არ გავაკეთე.. აქ დაიწყო ყველაფერი ცუდი, რაც კი შეიძლება ახალგაზრდა ფეხბურთელს დაემართოს..

მაიძულეს, რომ ვარჯიში ინდივიდუალურად გამეგრძელებინა.. 

ერთ მშვენიერ დღეს იუნაიტედის რიგებში ნახევარმცველების დეფიციტი შეიქმნა.. პოლ სქოულზი ჩვენთან უკვე აღარ იყო.. ეს კონკრეტული პერიოდი მაშინ მოხდა, სანამ ინგლისელი უკან დაბრუნდებოდა..

მთავარმა მწვრთნელმა შუახაზში რაფაელი და პაკ ჩი სონი დააყენა.. მე ვხურდებოდი და მქონდა იმედი, რომ შანსი მომეცემოდა..

თუმცა, ეს ასე არ მოხდა.. გუნდმა მარცხი იწვნია და თითქოს აქ გარკვეული ინდიკატორი ამუშავდა.. ძალიან გავბრაზდი..

თამაშამდე საწვრთნელი პროცესის დროს პატრის ევრას ბევრს ველაპარაკებოდი. იგი საჭირო რჩევებით მამარაგებდა და მეუბნებოდა, რომ შანსი აუცილებლად მომეცემოდა..

სწორედ ეს იყო ამომავალი წერტილი და ამიტომაც გადავწყვიტე კარიერის იუვენტუსში გაგრძელება.

ეს არ იყო თანხის გამო მიღებული არჩევანი, უბრალოდ მსურდა ყველასთვის ყველაფერი დამემტკიცებინა..

არადა საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადავდგი, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და იმედისმომცემი სტატუსის მქონე ფეხბურთელი, იტალიის საუკეთესო კლუბში გადავდიოდი..

გადასვლისას ვთქვი, რომ შემიძლია ასეთ დონეზე თამაში, რადგან უკვე მზად ვარ.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x