ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტოტი და კანავარო ბუფონის მომავალზე საუბრობენ

გუშინ, ონლაინ კონფერენციის დროს, რომელიც ფრანჩესკო ტოტისა და ფაბიო კანავაროს შორის შედგა, გარკვეულ ეტაპზე ორივე მათგანი ჯანლუიჯი ბუფონს შეეხო.

ჯიჯი 42 წლის არის და დიდი ალბათობით, სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან, რომელიც გათვლილი იქნება 2021 წლის ივნისამდე.. 

ამ პერიოდში კი იგი უკვე 43 წლის იქნება..

“შენც კარგად იცი, რომ ჯიჯის სურვილია 50 წლამდე ითამაშოს.. თუმცა, ჩემი აზრით 2-3 სეზონია რეალური, რასაც შეძლებს.” – ტოტი

“მესმის.. ისიც უნდა გესმოდეს, რომ თავად ბუფონს შეჩერება არ უნდა.. მაგრამ ამას სხვები აიძულებენ და ეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.” – კანავარო

ჯერ კიდევ იტალიელის პსჟ-ს რიგებში გადასვლამდე ფიქრობდნენ, რომ ჯიჯი კარიერას დაასრულებდა..

თუმცა, ბუფონი ჯერ პარიზში გაემგზავრა ახალი თავგადასავლისთვის, სადაც საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო შემდეგ ისევ ტურინში დაბრუნდა და დღეისათვის გუნდის მეორე მეკარედ ითვლება..

მიმდინარე სეზონში ჯიჯის 11 მატჩი დაუგროვდა, რომელიც მოიცავს სერია ა-ს, ჩემპიონთა ლიგას და იტალიის თასს. 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x