ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯოვანი კობოლი ჯილი:”შავი დღეები გამოვიარეთ”

ჯოვანი კობოლი ჯილი

ჯოვანი კობოლი ჯილის იუვენტუსის ისტორიაში, ალბათ ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია პრეზიდენტობა..

იგი გუნდში მაშინ მოვიდა, როდესაც კალჩოპოლის ცნობილი ამბების გამო სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა..

  • კალჩოპოლი
  • მასიმო მორატი და შამპანური
  • ანიელი, დელ პიერო, ნედვედი და ბუფონი

“დღემდე, რთულად მახსედენდება ეს შავი პერიოდი.. არ არის იოლი იუვენტუსის გაძღოლა ასეთი პრობლემების ფონზე..

ფანები დღემდე აგრესიულად იხსენებენ ჩვენს მაშინდელ მოქმედებებს, არადა იურისტებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმუმი გაიღეს და ეს ბევრმა ადამიანმა დამიდასტურა.

მათ ჩვენი სერია ც-ში გაგდება ქონდათ გადაწყვეტილი.. მასიმო მორატი კი შამპანურს შამპანურზე ხსნიდა სიხარულისგან.. ასე რომ, მართლაც აპოკალიფსი გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს გამოვლილი..

მაშინ, საუკეთესო იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი გვყავდა, რომლებმაც მოახერხეს სასამართლოს თავდაპირველი ვერდიქტის გაუქმება და კლუბმა სეზონი სერია ბ-ში დაიწყო..

ბუნებრივია გუიდო როსიმ დიდი წვლილი შეიტანა ამ ფარსში.. რადგან, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ანალოგიურ ქმედებებს თავად ინტერიც ჩადიოდა.. კლუბი რომლის პრეზიდენტი ჩვენს გაძევებას კაბინეტში შამპანურით შეხვდა!

ერთ მშვენიერ დღეს, ვიგებ ინფორმაციას რომ კლუბში ანდრეა ანიელი ბრუნდება.. ეს ძალიან გამიხარდა, რადგან იუვენტუსი სწორედ ამ გვართან არის დაკავშირებული და ვის თუ არა მას შეეძლო ამ ჭაობიდან ამოსვლა.

ერთადერთი პაველ ნედვედის დანიშვნა ასეთ საპასუხისმეგბლო თანამდებობაზე, ჩემთვის უცნაური აღმოჩნდა.. მითუმეტეს როდესაც ალესანდრო დელ პიეროსთვის გუნდში ადგილი არ მოიძებნა..

ჩემი სურვილია, წლების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი ვიხილო ამ როლში.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x