ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენატია:”ალეგრიმ უბრალოდ გადამაგდო”

მაქს ალეგრი

მედჰი ბენატია არ უშვებს ხელიდან შანს და როდესაც ჟურნალისტები იუვენტუსიდან წასვლის მიზეზს ეკითხებიან, საკმაოდ კრიტიკულად იხსენებს მაქს ალეგრის..

“სანამ გუნდში ლეონარდო ბონუჩი მოვიდოდა, რომელთანაც არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ გამაჩნია, ყველაფერი კარგად ვითარდებოდა.

მაქსმა მითხრა, რომ ჯორჯო კიელინისთან ერთად ტანდემში სწორედ მე ვითამაშებდი, ხოლო ლეოს ყველაფრის დამტკიცება თავიდან მოუწევდა. 

მახსოვს, სათასო დაპირისპირებაში ორი გოლის გატანაც მოვახერხე და მომენტალურად დაიწყო საუბარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე..

თუმცა, მომდევნო 4 მატჩში რატომღაც სათადარიგოთა შორის აღმოვჩნდი, რამაც ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა.. ამის შემდეგ ვთქვი, რომ იუვენტუსში იქამდე არ ვითამაშებდი სანამ მწვრთნელი ალეგრი იქნებოდა.

მედჰი ბენატია

უშუალოდ კლუბთან ბრწყინვალე ურთიერთობას ვინარჩუნებ.. აქ არანაირი ეჭვები არ არსებობს.. ისევე როგორც კრიშტიანო რონალდუსთან, რომელიც ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. 

მთავარი მწვრთნელის პრობლემა ტურინულ კლუბში? ვერ ვიტყოდი ასე.. ბევრი ფიქრობს, რომ თითქოს დღევანდელ შემადგენლობას ეპ გუარდიოლა მოუხდებოდა..

დიახ, ესპანელი ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია, მაგრამ უშუალოდ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში იდეალურისგან ძალიან შორს დგას..

მაურისიო სარის არანაკლებად კარგი ხედვები აქვს.. მისი ფილოსოფია მომწონს და უმჯობესია გუნდისგან სათანადო დონის მხარდაჭერა იგრძნოს.. 

ახლა არ არის შესაფერისი დრო ამ თემაზე ვისაუბროთ, რადგან რაც არ უნდა იყოს კლუბი ყველა გათამაშებაში გამარჯვებისთვის იბრძვის და საერთოდაც, ტურინში ყოველთვის საუკეთესოები იმყოფებიან.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x