რანიერი:”გუნდში, მხოლოდ 5 ჩემპიონი მყავდა”

კლაუდიო რანიერი
კლაუდიო რანიერიმ საკუთარ განვლილ სამწვრთნელო გზაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი იუვენტუსში მას შემდეგ მოიწვიეს, რაც გუნდი სერია ბ-დან დიდიე დეშამმა ამოიყვანა:
“ჩელსიში 4 წელიწადი გავატარე და დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გამოდგა..
მათ ქონდათ უეფას თასი და ინგლისის ლიგის თასი მოგებული, მაგრამ ამ პერიოდში გუნდი რომელიც იმავე შედეგს გაიმეორებდა ჩემს ხელში აღარ იყო.
საქმეები ცუდი მიმართულებით წავიდა თუ არა, მომენტალურად კარისკენ მიმითითეს, რამაც დეპრესიაში ჩამაგდო..
იმდენად ვიყავი ნერვებზე, რომ მცირე პაუზა ავიღე, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში პარმამ დამირეკა..
მეუღლემ მაიძულა აღნიშნულ სამუშაოს დავთანხმებულიყავი.. მაშინ გუნდს მძიმე დრო ედგა და მთავარი მიზანი სერია ა-ში ადგილის შენარჩუნება გახდა..
კარგად მახსოვს თითოეული ფეხბურთელი, რომლებიც ზედმიწევნით აკეთებდნენ ყველაფერს რასაც ვთხოვდი.. არასდროს დამავიწყდებიან ქომაგები, რომელიც უდაოდ განსაკუთრებულები არიან!
იუვენტუსში რთულ დროს აღმოვჩნდი.. მყავდა 5 ჩემპიონი და ბავშვებით სავსე გუნდი.. ეს იყო მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შემეძლო..
ინტერში ჟოზე მოურინიოს შემდეგ აღმოვჩნდი.. 7 გამარჯვება ზედიზედ და კარგი მდგომარეობა სატურნირო ცხრილში.. თუმცა, მერე ტიაგო მოტა და ფელიპე კოუტინიო გაყიდეს და სეზონის მეორე ნახევარი კრიზისის ფონზე წარიმართა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, ცხადია რომ პარმაში დასახული ამოცანა იყო ყველაზე რთული. ამას ლესტერთან ერთად ჩემპიონობაც კი ვერ შეედრება.”