იუვენტუსმა შედარებით “იაფიანი” ფორვარდიც მოიძია..

ფაბიო პარატიჩი
იუვე რისი იუვეა თუ ყველა სატრანსფერო სამიზნის ერთბაშად რამდენიმე ალტერნატივა არ ქონდეს.
კლუბი ცენტრ ფორვარდის ძიებაშია და მთავარ გვარებად ამ ეტაპზე ჰარი კეინი, გაბრიელ ჯესუსი და მაურო იკარდი სახელდებიან..
თუმცა, ზემოთხსენებულთა სატრანსფერო ღირებულებების გათვალისწინებით, ბიანკონერი შესაძლოა სხვა თავდამსხმელზე გადაერთოს, რომელიც მაურისიო სარისთვის კარგად არის ნაცნობი.
საუბარი, ნაპოლიში მყოფ პოლონელ არკადიუშ მილიკს ეხება, რომელიც თავის დროზე დე ლაურენტისმა გონსალო იგუაინის შემცვლელად შეიძინა.
ტრავმამდე მილიკი მართლაც ფენომენალურ თამაშს აჩვენებდა, თუმცა შემდეგ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა, ხოლო დაბრუნებულმა ჩვეული სტაბილურობა ვერ უზრუნველყო.
მისით ასევე შალკე, ატლეტიკო და მილანი ინტერესდებიან.
პროსტა რა მილიკი… სად ნახეს ან რატომ ნახეს… ხალხი იდეალურ ფორმაში მყოფი მოდის და აქ უჭირთ თამაში და მაგან უნდა აკრიფოს აქ ფორმა… კაი რა შალკეს და მილანის ინტერესის ფეხბურთელს რატო ვეძებთ