ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”იუვენტუსში ყოფნა დიდი გამოწვევაა”

მაურისიო სარი ძველი მატჩების ყურებით არის დაკავებული.. მისი მოსაზრებით ახლა დროა მოვეშვათ, რადგან ზაფხული საკმაოდ ინტენსიური იქნება:

“ჩემი აზრით საფეხბურთო მატჩების განახლება ზაფხულში მოგვიწევს.. სეზონის დამთავრებიდან, ახლის დაწყებამდე კი საკმაოდ მცირე დრო იქნება..

აქედან გამომდინარე ახლა კარგი დროა მოვეშვათ და დავისვენოთ.

დროს წიგნების კითხვასა და ძველი მატჩების ყურებით ვატარებ.. მაგალითად, არიგო საკის მილანისას და ვხვდები, რომ ამ კლუბმა მართლაც დიდი რამ შემატა საფეხბურთო სამყაროს!

იტალიაში საფეხბურთო ყოფა უნიკალურია.. შენს გარშემო მუდამ დიდი სიყვარულია, მაგრამ ზიზღიც ერთ ნაბიჯშია.. 

მაგალითად, ისეთი როგორიც ნაპოლიში ყოფნისას გამოვცადე.. სადაც დავიბადე.. შეურაწყოფის მოყენებისგან ამ ფაქტორმაც არ მიხსნა..

იუვენტუსის მწვრთნელობისას კი სტადიონზე ფიორენტინას ტიფოზერიამ დედაჩემის მისამართით უამრავი შეურაწმყოფელი სიტყვები დახარჯა. 

არის მოსაზრება, რომ ჩვენ მსაჯების მხრიდან კეთილგანწყობით ვსარგებლობთ, მაგრამ თუ ციფრებს დავაკვირდებით ყველაფერი ნათელი გახდება.

ამ ყოველივეს ფონზე ხვდები, რას ნიშნავს როდესაც ყველაზე მეტს უყვარხარ, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მეტი ზიზღის პატრონიც ხარ.. აი ასე შეიძლება დაცინვის ობიექტი, როდესაც “გობო” -ს რიგებში ხარ.

*გობო – იუვენტუსის და მისი ტიფოზერიის ერთ-ერთი ყველაზე შეურაწმყოფელი სიტყვა, რომელსაც სხვა კლუბის ფანები შავ-თეთრებს მოიხსენიებენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x