ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”ფეხბურთელებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია”

მაურისიო სარის განცხადებით, იგი ინგლისში ვერასდროს იცხოვრებდა, თუმცა სტადიონზე არსებული ატმოსფერო უდაოდ ენატრება:

“ფაქტია, ახალგაზრდებისთვის ინგლისი კარგი შესაძლებლობაა საკუთარი მიზნების შესასრულებლად.

თუმცა, აქ მე ნამდვილად არ ვიცხოვრებდი და მშვენივრად ვხვდები იმ იტალიელების, რის ხარჯზე ახდენენ ადაპტაციას.

მეორეს მხრივ პრემიერ ლიგა ნამდვილად მენატრება, რადგან ეს სრულებით სხვა სამყაროა.

ატმოსფერო, ხარისხი და სიტუაცია უმაღლეს დონეზე იმყოფება! გულშემატკივრები უშუალოდ თამაშის დროს, ერთმანეთის მისამართით შეურაწმყოფელ სიმღერებს არ მღერიან..

ფანები ხშირად მოდიან შენთან და სურათის მათთან ერთად გადაღებას გთხოვენ.. ერთი სიტყვით პრემიერ ლიგა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია.

ფეხბურთელებთან ურთიერთობა? ასაკის მატებასთან ერთად სიტუაცია ამ მხრივ იოლი არ ხდება.. 

გასახდელში ყოფნისას ყოველთვის ცუდ ქმედებებზე ვსაუბრობ და ყველაზე ცოტას მაშინ, როდესაც საქმე კარგად მიდის.. არ მინდა, რომ ისინი მოდუნდნენ..

ჩელსიში რთული მდგომარეობა მქონდა რაც დასამალი არავისთვის არის, მაგრამ როდესაც ბიჭებს ვუთხარი, რომ მივდიოდი ზოგიერთმა მათგანმა ტირილი დაიწყო.

პირადი ურთიერთობები ყველგან სხვაგვარად ყალიბდება.. ხდება ისე, რომ შენთან რჩევებისთვის მოდიან.. აინტერესებთ მწვრთნელობის ნიუანსები.. ან სულაც პირად პრობლემებზე.. მეუღლესთან და შვილთან..

ასეთ დროს უკვე ნებისმიერ თემაზე შეგიძლია საუბარი და რჩევების მიცემა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x