ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”პიპიტას ტურინში დაბრუნება კითხვის ნიშნებით სავსეა”

Sky Sport Italia -ს მტკიცებით გონსალო იგუაინი არ ჩქარობს იტალიაში დაბრუნებას..

როგორც მოგეხსენებათ პიპიტას დედა შეუძლოდ არის, რის გამოც ფორვარდმა სამშობლოში დაბრუნება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა.

თუმცა, კლუბები ეტაპობრივად საკუთარ მოთამაშეებს უკან დაბრუნებას თხოვენ, რადგან არსებობს დიდი შანსი რომ 4 მაისს მათ საწვრთნელი პროცესის განახლების ნებას დართავენ.

გონსალო ფეხს ითრევს და იუვენტუსის ნება სურვილის წინააღმდეგ წასვლას გეგმავს, რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე.

თავდაპირველად დედის მდგომარეობა.. მას ამ მძიმე პერიოდში ოჯახის გარემოცვაში ყოფნა სურს.

მეორე კი თავად ის სიტუაცია, რომელიც აპენინებზე სუფევს.. ამიტომაც ცდილობს გონსალო დროის გაწელვას ან საერთოდაც გუნდში დაბრუნებაზე საბოლოო უარის თქმას.

სხვათაშორის ცოტახნისწინ გავრცელდა ხმები, რომ მისით ჩინური და ამერიკული კლუბები ინტერესდებიან, რომლებიც მსუყე კონტრაქტებს თავაზობენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x