ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნაპოლიმ და იუვემ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

იტალიური მედია განაგრძობს ფედერიკო ბერნარდესკის გარშემო ინფორმაციების გავრცელებას.

უახლესი ცნობების თანახმად, შესაძლოა ნაპოლის და ბიანკონერის შორის ბარტერი შედგეს.

ჯენარო გატუზოს ძალიან უნდა თავისთან იტალიელი გარემარბის ხილვა, რომელიც მაურისიო სარისგან დიდი ნდობით არ სარგებლობს.

თავის მხრივ, გუშინ გავრცელდა ცნობები თითქოს ფაბიო პარატიჩი არკადიუშ მილიკის დამატებას გეგმავს.

აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოსაზრება რომ მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ საქმის ამგვარ განვითარებაზე.

პოლონელის კონტრაქტი 2021 წელს იწურება და კულუარული ცნობებით იგი მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

ასე რომ ნაპოლისთვის ეს შესაძლოა კარგი ვარიანტიც კი აღმოჩნდეს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x