ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

CalcioMercato:”პოგბა – იუვე დიდ კონკურენციაშია”

პოლ პოგბა

პოლ პოგბა – მთავარი სატრანსფერო სამიზნე და თან უკვე მერამდენე წელია.

თუმცა, კალჩომერკატოს ცნობით ზაფხულში ფაბიო პარატიჩის უმთავრესი კონკურენტები – ზინედინ ზიდანი და მაქს ალეგრი იქნებიან..

დიახ, ორი სპეციალისტი რომლებსაც მშვენივრად მოეხსენებათ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტზე..

სწორედ ალეგრისთან ასპარეზობდა ფრანგი შუახაზელი ისეთ დონეზე, რომლის დახმარებითაც მანჩესტერმა უზარმაზარი თანხა გადაიხადა მის დასაბრუნებლად.

რაც შეეხება ზიდანს იგი თავის თანამემამულეს ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენიებს.. მისი თამაშითაც აღფრთოვანებულია და არასოდეს დაუმალავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სურს მისი თავკაცი გახდეს.

რეალი ზაფხულში შუახაზის გადახალისებას გეგმავს და ამიტომაც განიხილება პოგბასთვის ბრძოლაში, ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად იუვენტუსთან ერთად..

აი ალეგრი დიდი ალბათობით, რომელიმე ტოპ კლუბს ჩაიბარებს და ვინც არ უნდა იყოს ეს, უმთავრეს მიზნად სწორედ პოგბას დამატებას მოითხოვს.. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x