ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corriere:”ინტერმა ტონალის ტრანსფერზე პოზიციები გაიმყარა”

ბეპე მაროტა

Corriere dello Sport -ის მტკიცებით სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში ინტერმა ბოლო პერიოდში პოზიციების გამყარება მოახერხა.

მასიმო ჩელინომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, მკაფიოდ განაცხადა რომ ფეხბურთელს 50 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა და ასევე მისთვის, ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება იმ კლუბის პროექტს, რომელსაც სანდროს დამატება სურს. 

იუვენტუსი კი დიდი ხანია მისთვის იბრძვის და არც თანხაზე დაიხევს უკან, მაგრამ როგორც ირკვევა ნახევარმცველს ნერიაძურის ვარიანტი უფრო ესიმპატიურება.

მიზეზი მარტივია, ინტერის რიგებში მას ნაკლები კონკურენცია ელის, განსხვავებით ტურინისგან, სადაც რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია სუფევს.

კორონავირუსის შედეგად, სატრანსფერო ბაზარზე ფასებიც რომ შეიცვლება ამას ყველანი შეეგუენ.

აქედან გამომდინარე ჯუზეპე მაროტა მზად იქნება 30 მილიონის და საკუთარი ახალგაზრდული გუნდიდან ერთ-ერთი ფეხბურთელის გასხვისებაზე. 

რამდენად დათანხმდება ჩელინო ამ შეთავაზებას უცნობია.. 

ინტერმა სვლა გააკეთა და ახლა საინტერესოა იუვენტუსის პასუხი რა იქნება.. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x