ანდრეა ანიელი:”ჯიჯი, გვინდა რომ დარჩე”
ჯანლუიჯი ბუფონი ტურინელებთან მოქმედ კონტრაქტს კიდევ ერთი წლით, რომ გაახანგრძლივებს ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ.
Gazzetta dello Sport -ი კი დღეს შემდეგ დიალოგს აქვეყნებს ანდრეა ანიელის და იუვენტუსის კარის დარაჯს შორის:
“ჯიჯი, გვინდა რომ ისევ ჩვენთან ერთად იყო!”– ანიელი.
“თუ ფიქრობთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაშინ მე სიხარულით დავრჩები”– ბუფონი.
ისტორიას რომ გადავხედოთ, ბუფონი ამ კონტრაქტით მესამე ადგილს დაიკავებს ყველაზე “უხუცეს” მოთამაშეთა შორის, რომლებიც სერია ა-ში ასპარეზობდნენ..
- იტალო როსი – (პრო პატრია 1951) 52 წლის 11 თვის და სამი დღის.
- მარკო ბალოტა (ლაციო 2008) – 44 წელი, 1 თვე და 8 დღე.
- ფრანჩესკო ანტონიოლი (ჩეზენა 2012) – 42 წელი, 7 თვე და 22 დღე
- ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) – 41 წელი, 10 თვე და 20 დღე
- ალბერტო ფონტანა (პალერმო 2008) – 41 წელი , 9 თვე და 23 დღე