ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუჩიანო მოჯი:”მილიკი თუ იკარდი?”

ლუჩანო მოჯი

ლუჩიანო მოჯის მოსაზრებით იუვენტუსის სტილს უფრო მეტად არკადიუშ მილიკი მოერგება, ვიდრე მაურო იკარდი:

“თქვენ წარმოგიდგენიათ იკარდი რომელიც ისევე მშვიდად ზის სათადარიგოთა სკამზე, როგორც ახლა გონსალო იგუაინი?

ეს ხომ წარმოუდგენელია, არადა პაულო დიბალას და კრიშტიანო რონალდუს შემდეგ არგენტინელი ყოველთვის სათადარიგო არჩევანი იქნება..

მაურო კარგია უშუალოდ საჯარიმოში, მაგრამ ზემოთხსენებული ორი გამოირჩევა სხვა ბევრად მეტი მახასიათებლით, რაც იკარდისთვის პრობლემების მომტანია..

სამხრეთ ამერიკელ ფორვარდს ჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც კოლექტიურად მოქმედებს, ხოლო იუვე დამერწმუნეთ არც წინა ტრიოს შეცვლის და არც შუახაზში შეიტანს რაიმე კარდინალურ ცვლილებებს..

აი მილიკი ვფიქრობ, უფრო მეტად მოერგება მაურისიო სარის სტილს.. დიახ, ისიც საჯარიმოს ფორვარდია საბოლოო ჯამში, მაგრამ აქვს ფიზიკური კონდიციები და გარკვეული ტექნიკური არსენალი, რომლის დახმარებით შეიძლება მეტად პროდუქტიულიც აღმოჩნდეს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x