ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”იუვენტინო, ბოლომდე იუვენტინოდ რჩება”

კლაუდიო მარკიზიო

კლაუდიო მარკიზიო ბედნიერია, რომ მთელი კარიერა ერთი კლუბის რიგებში გაატარა:

“მერწმუნეთ ძალიან საამაყო ფაქტია, როდესაც შენი ქალაქის გუნდში ატარებ პროფესიონალურ კარიერას.

ყველაფერი კი დაიწყო ადგილიდან, რომელიც დღემდე სამაგალითოდ მიმაჩნია..

დიახ, საუბარი იუვენტუსის აკადემიაზე მაქვს, სადაც პირველ რიგში ზრუნავენ მოზარდის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე.

არავისთვის მსურს შეურაწყოფის მიყენება და მსურს ყველამ სწორად გამიგოს – მქონდა შთაბეჭდილება თითქოს, თანატოლებზე უფრო მეტად ჩამოყალიბებული ვიყავი ზოგად ხედვებზე..

მესმის, რომ 16-17 წლის ფეხბურთელები თავს უკვე შემდგარ მოთამაშეებად მიიჩნევენ.. თუმცა, პირიქით ეს ის ასაკია როდესაც მეტი პასუხისმგებლობა გმართებს.. ეს არის სასწორი და თუ არასწორ მხარეს გადაიხარა, ყველაფერი დაიკარგება.

პროცენტულადაც რომ შევხედოთ ყველაზე დიდი შეცდომა ამ პერიოდში ფიქსირდება.. მე სერიოზულად მოვეკიდე საქმეს და როგორც კი ვიგრძენი, რომ ფეხბურთი ჩემი სამსახური გახდებოდა, ძალიან ბევრ სიამოვნებაზე ვთქვი უარი. 

პოზიციის შეცვლაზე ბევრს მეკითხებიან.. შესაძლოა ეს ფუდამენტური გადაწყვეტილებაც კი იყო, მიუხედავად იმისა რომ ფორვარდის ამპლუაში გოლების გატანა ძალიან მიყვარდა.

იუვენტინო – ეს ბევრ რამეს ნიშნავს და რთულია რაიმე ზედმეტი ვთქვა.. ფაქტია, რომ მთელი ცხოვრება ერთი ფერების ქვეშ გავატარე და მომავალშიც ასე იქნება.. მოედანზე თუ მის მიღმა, იუვენტინო ყველგან იუვენტინოა. 

სამწვრთნელო კარიერაზე ვერაფერს დავამატებ იმას, რაც უკვე ვთქვი რამდენიმე კვირის წინ. ბევრს მიაჩნია, რომ ყოფილი ფეხბურთელი აუცილებლად მაღალი დონის სპეციალისტი უნდა იყოს.

თუმცა, ეს ასე არ არის.. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია ყველაფერი კარგად აწონ დაწონო.. და სწორედ ამის შემდგომ გადადგა ნაბიჯი.

დღეისათვის საფეხბურთო მენეჯმენტს ვსწავლობ და ამის შემდეგ გამოჩნდება, თუ რისი გაკეთება მსურს.

იტალიის ნაკრებს კარგი მომავალი აქვს.. ძანიოლო, კიეზა, ბარელა, ტონალი.. ესენი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან.. მინდა ასევე გამოვყო ნიკოლუსი-კავილია და ფაჯიოლი.. ამ ბიჭებს კარგი მომავალი აქვთ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x