ფაბიოს მორიგი “უფასო” ტრანსფერის მოლოდინში..

ფაბიო პარატიჩი
იუვენტუსს უკვე დაწყებული აქვს ვილიანის საფეხბურთო აგენტთთან კონსულტაციები.
კორონავირუსის შედეგად, სატრანსფერო ბაზარზე თითოეული ასეთი შესაძლებლობა ახლა ოქროდ ფასობს..
შენ გაქვს რეალური შანსი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი 0 ევროდ შეიძინო..
მითუმეტეს თავად ფეხბურთელიც სიამოვნებით დათანხმდება ბიანკონერის წინადადებას, რადგან ჩელსიდან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
ახლა ჯერი თავად იტალიურ გრანდზეა.. მაურისიო სარი ძალიან კარგად იცნობს ვილიანის შესაძლებლობებს და მზად არის, ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთოს..
ერთადერთი გასარკვევი სახკითხი პირადი კონტრაქტის დეტალებია, ისევე როგორც აგენტისთვის შესაბამისი საკომოსიოს შეთანხმება..
ასე რომ, მორიგი უფასო ტრანსფერი ფაბიო პარატიჩის შესრულებით, ძალიან ახლოს არის გაფორმებასთან.