ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”კლუბები რამდენიმე ფეხბურთელის მომავალზე იმსჯელებენ”

Calciomercato და Tuttosport – ი ერთხმად აღნიშნავენ, რომ უახლოეს პერიოდში ტურინელებსა და ლონდონის ჩელსის მესვეურებს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართება.

მაურისიო სარის თხოვნით, ბიანკონერი არისტოკრატებთან ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელზე დაიწყებს მოლაპარაკებებს. 

საუბარი ეხებათ ემერსონ პალმერის, ჟორჟინიოს და ვილიანს.. თუმცა, ამ უკანასკნელს კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და მისი ხელში ჩაგდება უფრო იოლი იქნება.

მხარეებს შორის არაერთი წელია რაც კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.. ეს ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში დაიწყო, როდესაც იუვედან ჩელსიში ჯანლუკა ვიალი გადავიდა..

შემდგომ იყო დიდიე დეშამის, ხუან კუადრადოს, გონსალო იგუაინის და თავისთავად მაურისიო სარის გარიგებები..

ასე რომ, ზაფხულში არაა გამორიცხული ზემოთხსენებულ ფიგურებს ერთი ან შესაძლოა უფრო მეტი გვარიც შეემატოს. 

სხვათაშორის მხარეებს საერთო სატრანსფერო სამიზნეც ყავთ ხაკიმის სახით, რომელიც ახლა არენდით ბორუსიაში ირჯება, თუმცა რეალის საკუთრებაა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x