აარონ რემზი კრიშტიანო რონალდუზე საუბრობს
აარონ რემზი გუნდში პირველ დღეებზე, რომელიც კრიშტიანო რონალდუს დახმარებით კარგად წარიმართა:
“სასადილოში შესვლისას კრიშტიანო რონალდუმ დამიძახა და მთხოვა მის გვერდით დავმჯდარიყავი..
საუბარი მომენტალურად გავაბით და ეს პორტუგალიელის დამსახურებაა, რომელმაც გუნდში სხვა მოთამაშეებთან ერთად, თავი ისე მაგრძნობინა როგორც საკუთარ სახლში.
კრიშტიანო ფენომენალური ფეხბურთელია და მის მახასიათებლებზე საუბარი, ძალიან შორს წაგვიყვანს.
მთავარია, რომ იგი როგორც პიროვნება მართლაც საოცარი თვისებებით არის დაჯილდოებული..
ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი პარტნიორები და საწვრთნელი პროცესის დროს ყოველთვის 100%-ით იხარჯება, რითაც ყოველ ჩვენთაგანს ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს.”