ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკის ექს თავკაცი:”მას არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ”

TuttoJuve -ს ჟურნალისტი მასიმო დრაგოს დაუკავშირდა, რომელიც კროტონეში ფედერიკო ბერნარდესკის მთავარი მწვრთნელი იყო:

“უცნაურ სიტუაციაში იმყოფება და ეს დიდწილად მისი პოზიციიდან გამომდინარეა.

მიმდინარე სეზონში მაურისიო სარი მას არ ათამაშებს იქ, სადაც ფედე ყველაზე პროდუქტიული იქნებოდა..

უნდა შევთანხმდეთ ყველაზე მთავარზე – ბერნარდესკი 4-3-3 ტაქტიკურ მოდულში, არის გამოკვეთილი მარჯვენა ფლანგზე მოქმედი შემტევი მოთამაშე.. 

მეცალაზე მისი არეალი იზღუდება, რაც ამ ტიპის ფეხბურთელისთვის დამღუპველია..

შეხედეთ მის ასპარეზობას ეროვნული გუნდის რიგებში.. რობერტო მანჩინის ტაქტიკური სქემის დახმარებით ის რადიკალურად სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს.

მაქს ალეგრის ხელმძღვანელობითაც კარგად ჩანდა, რაოდენ პროდუქტიული შეიძლება, რომ გუნდისთვის იყოს.. მან თავი დაგავამახსოვრა არამარტო ფიზიკური სიძლიერით, არამედ მოედნის ხედვითა და ინტელექტით.. დიახ, მას აქვს ეს ყველაფერი!

ჩემთან კროტონეში ყველაფერი კარგად ვითარდებოდა.. ფიორენტინაშიც 3-5-2 სქემაში ბერნა საკუთარი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე, მთელს მოედანზე დაუღალავად გადაადგილდებოდა.

ამიტომაც კარგი იქნება თუ ბერნარდესკი იუვენტუსის ხელმძღვანელობას საკუთარ მომავალზე მკაფიოდ გაესაუბრება.. წინ ევროპის ჩემპიონატია და 2021 წელი ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯებს ითხოვს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x