ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი ატლეტიკოს ნახევარმცველით დაინტერესდა

ფაბიო პარატიჩი

მადრიდული გამომცემლობის ცნობით, იუვენტუსი იმ კლუბთა რიცხვში შევიდა, რომლებსაც ტომას პარტიეს შეძენა სურთ.

როგორც ირკვევა, განელსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ჩიხში შევიდა და ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბი ზაფხულშივე დატოვოს.

ტურინელთა გარდა საქმეში არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედიც ფიგურირებენ..

ფაბიო პარატიჩი აფრიკელ შუახაზელს დადებითად აფასებს და მისი მოსაზრებით, ამ უკანასკნელს აქვს რესურსი რათა მაურისიო სარის გუნდი გააძლიეროს.

საორიენტაციო თანხად 50 მილიონი სახელდება, თუმცა საბოლოო სიტყვა ესპანურ გრანდზეა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x