ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი და ბარსელონა ბარტერზე საუბარს განაგრძობენ

სხვადასხვა იტალიური და ესპანური გამომცემლობა, დღეს საინტერესო ცნობებს აქვეყნებს იუვენტუსსა და ბარსელონას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

კლუბებს შორის კარგი ურთიერთობა სუფევს და ისინი მზად არიან, ეს კონტაქტები ახალი გარიგებით მეტად გაამყარონ.

ამჯერად საუბარი მირალემ პიანიჩის და ბრაზილიელი არტურ მელოს შესაძლო გაცვლაზეა.

ბოსნიელს რომ ტურინში წყალი შეუდგა, ამაზე უკვე არაერთი გამომცემლობა წერს და მის წასვლას, საკმაოდ რეალურად აფასებს.

კატალონიელები თავის მხრივ დიდი ხანია მირალემით ინტერესდებიან და მზადყოფნას გამოთქვამენ აღნიშნული ბარტერის სისრულეში მოსაყვანად. 

ტურინელთა პოზიცია აღნიშნულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ ხმაურდება..

პიანიჩით ასევე მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი და პსჟ ინტერესდებიან.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x