ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კასანო:”იტალიაში მაქსი საუკეთესოა”

მაქს ალეგრი

ანტონიო კასანო ახლა უფრო მეტად სატელევიზიო შოუებში მონაწილეობით ერთობა, თუმცა როგორც აცხადებს პროფესიას მალევე შეიცვლის:

“დღეს მე სულ სხვა ადამიანი ვარ, რომელიც გარკვეულ პროცესებს განსხვავებულად აღიქვამს.

მსურს ეს მძიმე სიტუაცია, როდესაც გაივლის და სტანდარტულ ცხოვრების წესს დავუბრუნდებით, თავი სხვა ამპლუაში გამოვცადო.

კერძოდ, სპორტული დირექტორის თანამდებობაზე, რაც სამპდორიას პრეზიდენტთან უკვე მქონდა საუბარი. 

აქ აუცილებელია ფეხბურთელებს დეტალურად აკვირდებოდა და ხვდებოდე, რამდენად აქვს ამა თუ იმ მოთამაშეს განვითარების პოტენციალი.

ამ მხრივ აუზილიო ძალიან მესიმპატიურება.. მან ადრეულ ასაკშივე შეამჩნია ჯერ კოვაჩიჩი, ხოლო შემდგომ არგენტინაში ლაუტარო მარტინესი..

მესმის, რომ შეცდომებიც დაშვებული აქვს, მაგრამ არის კი ვინმე ვინც არ ცდებოდა?

მწვრთნელებში მარსელო ბიელსას მუდამ დიდ პატივსცვემდი.. ეს არის რევოლუციონერი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელების დამორჩილება და მათთვის საკუთარი იდეის რეალიზება.

ფეხბურთელი? ფედერიკო კიეზა, რომელიც ბრწყინვალედ ერგება 4-4-2 და 4-3-3 მოდულს.. შესაძლოა მეორე ფორვარდზე ბევრ გოლს ვეღარ იტანს, მაგრამ გუნდისთვის რამდენად ნაყოფიერად მუშაობს თავადაც ხვდებით.

მაურისიო სარი? იმედი გამიცრუა.. ჯერჯერობით ვერ ვხვდები რის რეალიზებას ცდილობს.. 

იტალიაში მე პირადად საუკეთესო მწვრთნელად მაქს ალეგრი მიმაჩნია.. მან ზედმიწევნით კარგად იცის თითოეული ფეხბურთელის მახასიათებლები და თუ როგორ უნდა გამოიყენოს გუნდისთვის საკეთილდღეოდ..

ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ იგი კატენაჩოს მიმდევარია.. პირიქით, მაქსი ტაქტიკური თვალსაზრისით მრავალფეროვანი სპეციალისტია, რომელსაც უყვარს გუნდის განსხვავებულ სტილში ათამაშება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x