ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარიმ იუვენტუსს უმთავრესი სატრანსფერო მიზანი დაუსახა

მაურისიო სარის პერსონალური თხოვნის საფუძველზე, SportMediaset -ის მტკიცებით ტურინელთა უმთავრეს სატრანსფერო მიზნად ჟორჟინიო განიხილება.

28 წლის ნახევარმცველის ხილვა გამოცდილ სპეციალისტს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, როდესაც ტურინული გრანდი ჩაიბარა.

თავად ფეხბურთელსაც ლონდონური ყოფა აღარ მოწონს და მზად არის აპენინებზე დაბრუნდეს, თუმცა ყველაფერი არისტოკრატთა ხელმძღვანელობის ხელშია.

კონტრაქტის ვადა ჯერ არ იწურება და აქედან გამომდინარე, ბიანკონერის დიდი ოფლისღვრა დაჭირდება..

მიმდინარე სეზონის 37 შეხვედრაში ფრენკ ლემპარდის ხელმძღვანელობით ჟორჟინიოს ანგარიშზე 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ფიქსირდება. 

გარკვეული ხმები იმასაც კი აცხადებენ, რომ ტრანსფერში შესაძლოა მირალემ პიანიჩმაც მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც ლონდონელებს არაერთხელ დაუკავშირეს და იდეაში ჟორჟინიო სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება ბიანკონერის რიგებში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x