ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტოტი:”ალექს, რამდენი ტიტული გაქვს?”

ალესანდრო დელ პიერო

გუშინ, ინსტაგრამზე ერთმანეთს ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო პირდაპირ ეთერში ესაუბრნენ:

კრისტიანთან დაკავშირებით ბოლო ხანს ბევრი საუბარია და ლაციოში გადასვლას მართლა შეუწყობდი ხელს? (კრისტიანი ფრანჩესკოს ვაჟია) დელ პიერო.

მე უბრალოდ ვთქვი, რომ თუ მილანი, ლაციო ან სხვა რომელიმე კლუბი დამირეკავდა, ზარს აუცილებლად ვუპასუხებდი.. მაგრამ ვიცი კრისტიანის ხასიათი იგი ჩემს რჩევას არც მოუსმენდა.. პრინციპში ამ მხრივაც ძალიან მგავს, როდესაც დედას არ ვუსმენდი.. არადა მაშინ ლაციო იდენტურად ცდილობდა გადაბირებას – ტოტი

რეალში გადასვლასთან ახლოს მართლა იყავი? დელ პიერო

რომში მსურდა კარიერის დამთავრება.. ეს ქალაქი და გუნდი ჩემთვის ყველაფერია.. თუმცა, 2004/05 წლებში ამ ნაბიჯთან იმდენად ახლოს ვიყავი, რომ პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო..

მაშინ ერთი სკუდეტო მოვიგეთ, მერე ორი წავაგეთ და გუნდმა პროგრესი შეაჩერა.. გამარჯვებები მსურდა და ეს ამით იყო განპირობებული..

თუმცა, სენსი მამასავით მყავდა.. გუნდისთვის და მისთვის მაქსიმუმი გავიღე! პალოტაზე იგივეს ვერ ვიტყვი.. რადიკალურად სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე გვაქვს საუბარი – ტოტი

ბოლოს და ბოლოს რამდენიმე ტიტული გაქვს მოგებული? ტოტი

8 მოედანზე, ოფიციალურად კი 6 – დელ პიერო

კარგი მაშინ მაგიდასთან 9 -ს ან 10-ს მე მოვიგებ!”- ტოტი

4-0 ძალიან მწარედ დამამახსოვრდა, როდესაც ემოციურად აღნიშნავდი – დელ პიერო

შენ არაფერ შუაშია ხარ.. ჩემი მეგობარი, პარტნიორი და რაც მთავარია ყოველთვის უდიდეს პატივსგცემდი.. ეს იყო ტუდორისთვის, რომელმაც მანამდე იდაყვი ჩამარტყა – ტოტი.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x